← მთავარი
საზოგადოება

41 წლის ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება

28 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
41 წლის ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება

41 წლის ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება. ცნობილმა მომღერალმა სასიხარულო სიახლე სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს თავად გაუზიარა და ისლანდიაში, „ცისფერ ლაგუნაში“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ორსულობის საწყისი ეტაპი უკვე შესამჩნევია. გამომწერებმა მომღერალს უამრავი მილოცვა გაუგზავნეს. ამ თემას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-იც ეხმაურება.ქეთის უკვე ჰყავს 3 წლის ვაჟი, სანდრო, რომელიც 2022 წლის დეკემბერში შეეძინა. მომღერალი წარსულში ღიად საუბრობდა დედობასთან დაკავშირებულ შიშებზე — მას 26 წლიდან სურდა შვილი, თუმცა დაორსულება მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 38 წლის ასაკში მოახერხა, რის გამოც ფიქრობდა, რომ რეპროდუქციული პრობლემები ჰქონდა.ყოფილი მეუღლისგან, ჯეიმს ტოუზლენდისგან განქორწინების შემდეგ, ქეთიმ ახალი სიყვარული იპოვა, თუმცა პარტნიორის ვინაობას ამ დრომდე მკაცრად მალავს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ახალმა ურთიერთობამ და დედობამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და თავს უბედნიერესად გრძნობს.

← მთავარი