პუტინმა ლავროვის მეშვეობით რუბიოს კიევზე მოსალოდნელ დარტყმებზე გააფრთხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარში სთხოვა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პუტინის შეტყობინება გადაეცა — კიევზე დაგეგმილ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.
„მათ გაუგზავნეს შეტყობინება ყველა საელჩოს. მე მგონი, ლავროვმა უბრალოდ პირადად დამირეკა, რათა ეთქვა — კიევი ძალიან სახიფათო ადგილი გახდებოდა. კიევი, ფაქტობრივად, უკვე რამდენიმე წელია სახიფათო ადგილია. ეს ომის გაგრძელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია — ესკალაცია, ახალ მიმართულებებზე გავრცელება. ლავროვმა ამ საკითხზე მისაუბრა, ასევე — სხვა თემებზეც. ცხადია, პუტინს სურდა, მე სწორედ ამ შეტყობინებით პირდაპირ ტრამპს მივმართე, რაც გავაკეთე კიდეც,” — განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ლავროვს განუმარტა, რომ ამჟამად უკრაინასთან აქტიური სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა აშშ ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული და დამხმარე როლი შეასრულოს, თუ ასეთი შესაძლებლობა მიეცემა.
კიევზე განხორციელებული ბოლო მასშტაბური დარტყმების შესახებ კითხვაზე რუბიომ უპასუხა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რატომ არის ომი სასტიკი და რატომ უნდა დასრულდეს.
„ყოველ ჯერ, როცა ხედავთ ამ მასშტაბურ დარტყმებს ერთი ან მეორე მხრიდან, ეს შეხსენებაა იმისა, თუ რატომ არის ეს ომი საშინელი — ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომზე მეტხანს გრძელდება. ის უნდა დასრულდეს. აშშ მზადაა ყველაფერი გააკეთოს ომის დასასრულებლად,” — განაცხადა მან.