← მთავარი
მსოფლიო

"ჩვენი ჯარები წინ ყველა მიმართულებით მიიწევენ" - პუტინი

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ჩვენი ჯარები წინ ყველა მიმართულებით მიიწევენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “ჩვენი ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ, წინ დარწმუნებით მიიწევენ და ამ ვითარებას ვერანაირი დაბომბვა ან დრონებით დარტყმები ვეღარ შეცვლის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, „მოწინააღმდეგეს ამ ზეწოლის შეკავება აღარ შეუძლია“. “ის ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს: სამოქალაქო ობიექტებს, საკომუნიკაციო ობიექტებს და სამგზავრო ტრანსპორტს ურტყამს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

← მთავარი