მოლდოვაში 10 ივნისს დაიწყო დევისის თასის ევროპის ზონის III ჯგუფის გათამაშება. საქართველოს ნაკრებმა (საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში, ალექსანდრე შვანგირაძე, ნიკა ბიძინაშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე) B ჯგუფის სტარტი გამარჯვებით გახსნა.
კოსოვოზე 3:0 გამარჯვება ასე შედგა: ალექსანდრე ბაკში — დონი გაში 6:3, 6:1; საბა ფურცელაძე — იასინ იაკუპი 6:4, 6:4; ორეულში კი ბიძინაშვილი და შვანგირაძე გრანიტ ბაირალიუსა და სალიდინ რამას 6:1, 6:3 სძლიეს.
B ჯგუფის მეორე მატჩში მოლდოვამ ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა. A ჯგუფში: ლატვია — აზერბაიჯანი 3:0, ირლანდია — მონტენეგრო 2:1.