საბა ფურცელაძემ ქუთაისის M25 ტურნირის მეოთხედფინალს მიაღწია — ზოზია ქარდავა ჰურგადაშიც იმარჯვებს
ქუთაისში გამართულ ვაჟთა საერთაშორისო M25 ჩოგბურთის ტურნირში 6 ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს. ყველაზე წარმატებულად ამ ეტაპზე მესამე ნომრად განთესილი საბა ფურცელაძე ასპარეზობს: პირველ წრეში სომეხ დანიილ სარქისიანს 6:4, 7:5 სძლია, შემდეგ კი თანამემამულე ალექსანდრე შვანგირაძეს შეხვდა. პირველი სეტი ფურცელაძემ 7:6 მოიგო — მეორეში, 2:1-ზე, შვანგირაძემ ტრავმის გამო შეჯიბრება შეწყვიტა. მეოთხედფინალში ფურცელაძეს მე-8 ნომრად განთესილი რუსი დანიილ ოსტაპენკოვი ელოდება.
სხვა ქართველ ჩოგბურთელებმა ტურნირი ადრე დაასრულეს: ვანო ლოსაბერიძე შვედ ოლივერ იოჰანსონს 2:6, 0:6 წაუგო; ნიკა ბიძინაშვილი ოსტაპენკოვს 4:6, 2:6; ნიკოლოზ სირბილაძე შვედ კევინ ედენგრენს 1:6, 1:6.
ეგვიპტეში, ჰურგადაში გამართულ ქალთა 15 000-იანი ტურნირში მე-3 ნომრად განთესილ ზოზია ქარდავამ პირველ წრეში იტალიელი ფრანჩესკა ვაზიო 6:2, 6:1 დაამარცხა და მე-8 ფინალში სერბ ტეოდორა ვლაჯიჩს შეხვდება. წყვილებში ქარდავა და ბელარუსი ულიანა ჰრაბავეცი ტურნირის მეორე ნომრები არიან.