← მთავარი
სპორტი

არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი

CBS Sports-ის ინფორმაციით, მიუხედვად MLS-ის ბინადარი “ნიუ იორკ სიტის” სერიოზული ინტერესისა, “მილანი” გუნდის 27 წლის შემტევის კრისტიან პულიშიჩის გაყიდვას არ გეგმავს. 

 

“როსონერიში” ამერიკელი პროექტის სერიოზულ ნაწილად მიაჩნიათ და მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. 

 

პულიშიჩი “მილანში” 2023 წელს “ჩელსიდან” გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან 134 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 27 ასისტი მიითვალა. 

თეგები:

მილანი

კრისტიან პულიშიჩი

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი