სპორტი
პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო ისევ გაანათხოვრა.
მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, მაგრამ მას პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა პორტუგალიის ჩემპიონატის 23 მატჩში საგოლე მოქმედებებით თავი ვერ გამოიჩინა, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 7 მილიონია.