სპორტი
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
Foot Mercato-ს ინფორმაციით, პსჟ-მა “მილანში” გადაბარგებული პორტუგალიელი ფორვარდის გონსალო რამუშის შემცვლელის ძიება დაიწყო და ერთ-ერთი მთავარ ვარიანტად “მონაკოს” 25 წლის ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი ჰყავს შეგულებული.
ფლორიანს ლიგა 1-ში კარგი სეზონი ჰქონდა და 30 შეხვედრაში თავი 13 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. მან მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამდენივე ბურთი შეაგდო.
პსჟ-ის ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენციაში გამარჯვება, რადგან ამერიკელ თავდამსხმელს ბევრი მსურველი ჰყავს.
თეგები:
მილანი
მონაკო
პსჟ
გონსალო რამუში
ფლორიან ბალოგუნი
გაზიარება:
(0) /
(0)