← მთავარი
სპორტი

პსჟ-სა და "რენის" მატჩი პარიზში არ ჩატარდება

20 აგვისტო, 2026 · წყარო: sportall.ge
პსჟ-სა და

პარიზში ძლიერი სიცხეების გამო “პარკ დე პრენსის” სტადიონის გაზონი იმდენად დაზიანდა, რომ თამაში შეუძლებელია. ამიტომ ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩი პსჟ-სა და “რენს” შორის ბრეტანში გაიმართება.

საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) გადაწყვეტილებით შეხვედრა რენის “როაზონ პარკზე” 23 აგვისტოს ჩატარდება, მეორე წრის შეხვედრა კი - “პარკ დე პრენსზე”.

პსჟ-ს გაზონის გამოცვლა მოუწევს და 4 სექტემბერს, ჩემპიონატის მესამე ტურში “მონაკოს” უმასპინძლებს.

← მთავარი