მიუხედავად ინგლისური კლუბების დაინტერესებისა, პსჟ ბრედლი ბარკოლას გაყიდვას არ აპირებს, - იტყობინება The Athletic-ი.
პარიზული კლუბი მიიჩნევს, რომ 23 წლის ბარკოლას ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელზეც „მანჩესტერ სიტი“ „ნოტინგემ ფორესტს“ ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე შეუთანხმდა - 116 მილიონი ფუნტი.
პსჟ-მ ბარკოლას გაყიდვა მას შემდეგ გამორიცხა, რაც გონსალო რამუში „მილანს“ 75 მილიონ ევროდ მიჰყიდა. ეს „როსონერის“ ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია.
ბრედლის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 70 მილიონი ევროა.
თეგები:
პსჟ
ბრედლი ბარკოლა
გაზიარება:
(1) /
(0)