← მთავარი
სპორტი

პსჟ 100 მილიონ ევროს გადაიხდის ფრანგი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის — ელი ჟუნიორ კრუპი

7 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
პსჟ 100 მილიონ ევროს გადაიხდის ფრანგი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის — ელი ჟუნიორ კრუპი

19 წლის ფრანგი თავდამსხმელი ელი ჟუნიორ კრუპი „ბორნმუთის” ყველაზე ძვირად გასაყიდ ბარათად იქცა. „ლორიანიდან” ინგლისში გადასულმა ფორვარდმა სადებიუტო სეზონში 13 გოლი გაიტანა — ეს პრემიერ-ლიგის ისტორიაში 20 წლამდე ფეხბურთელის საუკეთესო სადებიუტო მაჩვენებელია.

Footmercato-ს ცნობით, კრუპი პსჟ-მ გამოაცხადა სამიზნედ. ფორვარდი კი პარიზულ გუნდში გადასვლაზე ოცნებობს. „ბორნმუთი”, transfermarkt-ის მიხედვით 70 მილიონად შეფასებული ფეხბურთელის გასათავისუფლებლად, 100 მილიონ ევროს ითხოვს.

კრუპს ასევე „არსენალი”, „ჩელსი”, „მანჩესტერ სიტი”, „ბარსელონა” და „ბაიერნი” აყურებენ. 19 წლის ფორვარდს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. „ბორნმუთთან” მისი კონტრაქტი 2030 წლამდე გრძელდება.

← მთავარი