← მთავარი
სპორტი

ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება

29 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება

გადაყწვეტილი ამბავია, რომ პსჟ-ის გუნდის ორი შემტევი კანგ-ინ ლი და გონსალო რამუში დატოვებენ. ორივე ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. პირველი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში”, მეორე კი “მილანში” განაგრძობს. 

ამ ყველაფრის ფონზე, პარიზულ გრანდს შეტევით ხაზში შევსება ესაჭიროება და ამაზე ზრუნვაც უკვე დაიწყო. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “მონაკოს” 24 წლის ვინგერმა მაგნეს აკლიუშიმ კარიერა სწორედ “პარკ დე ფრანსზე” განაგრძოს. 

ახალგაზრდა ფრანგის გადაბირებით პრემიერ ლიგის კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა რომანოსვე ცნობით, პსჟ-ის უპირატესობა გააჩნია და ფეხბურთელის დამატების მთავარი პრეტედენტები არიან.

ინფორმაციისთვის, აკლიუშიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

← მთავარი