← მთავარი
სპორტი

პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება

პსჟ ორ შემტევს, კანგ-ინ ლის და გონსალო რამუშს გაყიდის.

„მარკას“ ცნობით, პსჟ და „ატლეტიკო“ ლის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაასრულებენ. პარიზული კლუბი სამხრეთკორეელის სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონ ევროს მიიღებს.

A Bola-ს მტკიცებით, „მილანმა“ „პარი სენ ჟერმენს“ გონსალო რამუშში ბონუსებიანად 45 მილიონი შესთავაზა, პარიზული კლუბი კი 50 მილიონს ითხოვს. თავად ფეხბურთელს „როსონერი“ ხუთწლიან კონტრაქტს და ისეთივე სეზონურ გასამრჯელოს ჰპირდება, როგორიც ამჟამად აქვს - 4 მილიონი გადასახადების გადახდის შემდეგ.

← მთავარი