400-ზე მეტი დაკავებული: პსჟ-ს ჩემპიონობის შემდეგ პარიზში არეულობა იყო
ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ, 30 მაისის ღამეს, საფრანგეთის მასშტაბით ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გაჩაღდა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

არეულობის ასაღკვეთად, რომელმაც დედაქალაქ პარიზში ავტობუსების, მატარებლებისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია, ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. გულშემატკივრები უშვებდნენ ფეიერვერკებსა და ხმოვან მაშხალებს. დაპირისპირების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ხოლო ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პარიზიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქუჩებში ცეცხლის ალია, ხოლო ზეიმში მონაწილე პირები ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს. პოლიციის ინფორმაციით, დაზიანდა ექვსი ავტომობილი, ორი ბიზნეს-ობიექტი და ერთი ავტობუსის გაჩერება.
გასათვალისწინებელია, რომ 2025 წელს, როდესაც პსჟ-მ პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტიტული, საფრანგეთში დაწყებული ზეიმი სასიკვდილო შედეგებით დასრულდა.