[HOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ პსჟ 19 წლის კოტ’დიუვარელ ვინგერ იან დიომანდეს შეიძენს და მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს გადიან. “ტრიბუნამ” სამი ვარიანტი შემოგვთავაზა, თუ როგორი იქნება პარიზელთა ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონისთვის.
პირველ ვარიანტში ლუის ენრიკეს გუნდი ისე იასპარეზებს, როგორც ამას დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრები აკეთებს. 4 ბრწყინვალე შემტევი, ფლანგებზე ორი ვინგერი დიომანდე და დუე იქნება, კვარაცხელია და დემბელე კი წინ იქნებიან წაწეულნი.
მეორე ვარიანტში დიომანდე ასევე მარცხენა ფლანგზეა, სადაც საშუალება ექნება სივრცეები გამოიყენოს და მეტოქე გუნდის მცველები შეაწუხოს. თუმცა, ეს არის 3-4-3 ტაქტიკა, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. ამ შემთხვევაში კვარაცხელია და დუე წინ არიან წაწეულნი, ცენტრალური თავმდამსხელი კი დემბელეა.
მესამე შემთხვევაში დიომანდე კვლავ მარცხნივაა. მას უამრავი სივრცე ექნება საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ამ ვარიანტში დუე სათადარიგოა და დიომანდეს მარჯვნიდან ხვიჩა ეხმარება, ცენტრალური ფორვარდი კი დემბელეა.
თეგები:
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია
იან დიომანდე
გაზიარება:
(2) /
(1)