← მთავარი
სპორტი

ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალი — PSG vs Arsenal: ვინ დაიცავს ხვიჩას?

29 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალი — PSG vs Arsenal: ვინ დაიცავს ხვიჩას?

შაბათს, ჩვენი დროით 20:00-ზე, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება — PSG პირისპირ „არსენალს” შეხვდება.

ლუის ენრიქეს გუნდი ეცდება, პირველი ფრანგული კლუბი გახდეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. „არსენალისთვის” კი ეს 2006 წლიდან — პარიჟში „ბარსელონასთან” ფინალში წაგების შემდეგ — პირველი ევროპული ტიტულის შანსია. ამ სეზონში „არსენალს” ჯამში არცერთი მარცხი არ გამოყოლია.

PSG-მ ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაში 44 გოლი გაიტანა — „ბარსელონას” ყველა დროის რეკორდზე მხოლოდ ერთით ნაკლები. ხვიჩა კვარაცხელია პლეი-ოფის ეტაპზე ზედიზედ სამ მატჩში „საუკეთესო მოთამაშედ” დასახელდა.

გამარჯვებამ შეიძლება ლუის ენრიქე კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლას, ბობ ჰეისლისა და ზინედინ ზიდანის გვერდით დააყენოს — ის ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოგებული მხუთე მწვრთნელი გახდება.

მთავარი ინტრიგა: „არსენალი” გარისკავს და ახლად დაბრუნებულ ტიმბერს ხვიჩას მეურვედ განაწესებს, თუ სხვა სქემას ამჯობინებს? მოსკვარა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ამ ამოცანასთან ვერ ართმევს თავს — ეს გამოცდილებამ დაადასტურა.

სავარაუდო შემადგენლობები:

PSG: საფონოვი — ჰაქიმი, მარქინიოსი, პაჩო, მენდეში — ვიტინია, ნევეში, რუისი — დუე, დემბელე, კვარაცხელია

Arsenal: რაია — მოსქვარა, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი — ზუბიმენდი, რაისი — საქა, ეზე, ტროსარი — გიოკარეში

მსაჯი: ზიბერტი (გერმანია).

← მთავარი