← მთავარი
საზოგადოება

რატომ გახშირდა ადამიანებზე ფრინველების თავდასხმები - სპეციალისტები კონკრეტულ ფაქტებსა და მიზეზებზე საუბრობენ

11 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რატომ გახშირდა ადამიანებზე ფრინველების თავდასხმები - სპეციალისტები კონკრეტულ ფაქტებსა და მიზეზებზე საუბრობენ

გასულ ორშაბათს, დილით, ჯონი ფილიპსი ბორნმუთში, საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე პარკში ძაღლს ასეირნებდა. უეცრად არლო ყვავების გუნდს გაეკიდა, რომლებიც იქვე, ხის გარშემო ტრიალებდნენ.

“სულ ფრინველებს დასდევს, მაგრამ ვერასდროს იჭერს, ისინი ყოველთვის ასწრებენ გაფრენას, თუმცა ამჯერად, ერთი ჯიუტი ყვავი ბალახზე დარჩა. დავუყვირე, რომ გაფრენილიყო” - იხსენებს ჯონი, მაგრამ ფრინველმა მისი გაფრთხილება არ შეისმინა და არლომ ის პირში მოიქცია.

სანამ ყვავი გაკვირვებული ძაღლის ყბებს შორის ფრთებს აფართხალებდა, ჯონი მათ გასაშველებლად გაიქცა. საბედნიეროდ არნო კარგად გაწვრთნილი ძაღლი აღმოჩნდა და ფრინველს პირი მაშინვე გაუშვა, როგორც კი პატრონმა უბრძანა, თუმცა როდესაც ჯონი ძაღლის საბლის ასაღებად დაიხარა, თავზე საშინელი ჩხავილი ატყდა, ის ყვავები, რომლებიც მანამდე გაფრინდნენ, უკან ჯგუფურად დაბრუნდნენ.

“მგონი ხუთნი იყვნენ. თავზე დამატყდნენ და თმებში მეცნენ. კლანჭებისა და ფრთების შეხებას ფიზიკურად ვგრძნობდი. ვერ ვიტყვი, რომ შიშისგან მოვკვდი, მაგრამ შოკში ჩავვარდი. ძალიან ანერვიულდა . ნანახი მაქვს საშინელებათა ფილმები, სადაც ჩიტები ადამიანებს თვალებს უკორტნიან, ამიტომ სახის დაფარვას ვცდილობდი” - იხსენებს არლოს პატრონი.

როდესაც ყვავები დარწმუნდნენ, რომ მათ თანამებრძოლს არაფერი დაშავებოდა, გაფრინდნენ.

მზარდი აგრესია

წელიწადის ამ დროს ყველასათვის ნაცნობი სურათია, თუ როგორ იტაცებენ თოლიები ადამიანებს ხელიდან კარტოფილის ჩიფსებს. თუმცა ბოლო პერიოდში სხვა ფრინველებიც მსგავს საოცარ გამბედაობას, ეშმაკობას და აგრესიას იჩენენ. გასულ ივნისს, ნოტინგემშირში ყვავების თავდასხმების მთელი სერია დაფიქსირდა. პენსიონერმა ჯეინ ფილიპსმა განაცხადა, რომ სტეპლფორდში, საფეხმავლო ბილიკზე სეირნობისას ფრინველი თავს დაესხა და თავი დაუსისხლიანა. იმავე თვეში, ესექსის ერთ-ერთი სოფლის (ჰავერინგ-ატე-ბოუერი) საეკლესიო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ეზოში თამაში იმ მიზეზით აეკრძალათ, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს კაკაჩა ესხმოდა თავს. გასულ აპრილში კი ჰერტფორდშირში რამდენიმე მამაკაცი “ჰარისის ქორის“ (პოპულარული მტაცებელი ფრინველი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ხშირად კერძო მფლობელობაში გყავთ) მსხვერპლი გახდა.

“თუ ფრინველები უფრო აგრესიულები ხდებიან, ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ” - აცხადებს დოქტორი რობერტ ლამბერტი, ნოტინგემის უნივერსიტეტის გარემოს დაცვითი ისტორიკოსი და ნოტინგემშირის ველური ბუნების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი თქმით, ფრინველები გარეუბნებსა და ქალაქებში გადმოდიან და ისინი, ვისაც ერთ დროს საკუთარი სივრცე ჰქონდათ, ახლა ჩვენი მეზობლები გახდნენ.

“პრობლემა თავად ადამიანის ქცევაშია. ჩვენ თვითონ შევქმენით ეს შესაძლებლობები და კონფლიქტები. ეს ყველაფერი ტყეებისა და მწვანე ზოლების გაჩეხის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისა და გარემოს იმგვარი ცვლილების შედეგია, რის გამოც გარკვეული სახეობები თავიანთ ტერიტორიებს კარგავენ. ამავდროულად, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, თუ რამდენად ჭკვიანი და ადაპტირებადი აღმოჩნდა ზოგიერთი სახეობა, ფრინველები მიეჩვივნენ იმას, თუ როგორ უდიერად ვყრით საკვებს და რამდენად უყურადღებოდ ვეკიდებით ჩვენს რესურსებს, მათ ჩვენ გვერდით ცხოვრება და ხეირის ნახვა ისწავლეს, ბრიტანეთის სანაპიროზე მდებარე ნებისმიერ ნორმალურ კაფეში ცხოვრობენ ისეთი ბეღურები, ვისთვისაც დილის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას ის წარმოადგენს , ნამცხვარი “ბეიკველი“ მიირთვან თუ “ვიქტორია სფონჯი” - აცხადებს პროფესორი

დანაშაული ვიდეომეთვალყურეობის კამერაზე

იმ ყვავისთვის, რომელსაც რებეკა მალოკი გასულ თვეში შეხვდა, არჩევანი კიდევ უფრო მარტივი აღმოჩნდა, მან პირდაპირ ორივე შეკვრა ჩიფსი გაიტაცა.

რებეკამ დილის 9 საათზე თავისი ქმარი, 52 წლის დეივი მოინახულა, რომელიც დევონში გოლფის მოედნის მენეჯერად მუშაობს. კაცი მოედანზე საქმიანობდა, ხოლო ოფისის კარი რომელიც მისგან რამდენიმე ნაბიჯზე იმყოფებოდა შეღებული ჰქონდა.

რებეკა მოედანს მიუახლოვდა ყვავი დაინახა , რომელიც ბალახზე რაღაცას კენკავდა. ფრინველი დევიდმა იპოვა და რადგან მას ფეხი ჰქონდა დაშავებული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მამაკაცი მას სპეციალური ფრინველს საკენკით კვებავდა. ცოტა ხანში ოფისში რებეკას მეუღლეც დაბრუნდა იატაკზე დატოვებულ, გახსნილ ზურგჩანთაში ჩაიხედა და გაოგნებული დარჩა, მისი სადილი ჩიფსის ორივე პაკეტი გამქრალიყო.

ურბანული სტრესი და ბუნების აღდგენის შედეგები

ბევრი ფრინველისთვის ქალაქში ცხოვრება უფრო მარტივია: “აქ უფრო თბილა და ნაკლები მტაცებელია“. თუმცა, ტრანსპორტისა და ქარხნების ხმაური მათ ქცევას ცვლის.

“მგალობელი ჩიტები, მაგალითად გულწითელები, უფრო ხმამაღლები, უხეშები და გაღიზიანებულები ხდებიან, რადგან სინათლისა და ხმაურის დაბინძურებისგან იტანჯებიან, ისინი იძულებულნი არიან უფრო ხმამაღლა იმღერონ, რადგან ჩვენი ურბანული გარემო ხმაურიანია, ეს კი მათ სტრესის დონეს საგრძნობლად ზრდის” - განმარტავს დოქტორი ლამბერტი.

გარდა ამისა, ბუნების დაცვის წარმატებულმა პროგრამებმა ადამიანებსა და ფრინველებს შორის ძველი, მივიწყებული კონფლიქტები გააღვიძა. მაგალითად წითელი ძერის პოპულაციამ რომელიც 1940 წლისთვის თითქმის გადაშენების პირას იყო მისული, დღეს გამრავლების პროგრამების წყალობით, თითქმის 10 000-ს გადააჭარბა.

“ჩვენ ისევ ვბრაზდებით მათზე, ხალხს არ მოსწონს მათი მრისხანე იერი საკუთარი ბაღების თავზე. გაღიზიანების ინდექსი სულ უფრო იზრდება” - ამბობს დოქტორი.

72 წლის ჯეფ ჰეიგი იხსენებს, როგორ გამოსტაცა წითელმა ძერამ ხელიდან პური და ჰუმუსი გასულ აპრილში, როდესაც ის ოქსფორდშირში, საკუთარ ბაღში, სკამზე იჯდა. ფრინველმა დაშვებისას, ფრთები ჯეფის მეუღლის, გეილის სახესაც კი გადაჰკრა.

კიდევ ერთი ისტორია კაკაჩებს უკავშირდება. ეს მტაცებელი ფრინველი მე-20 საუკუნის შუა წლებში ბრიტანეთის ზოგ რეგიონში თითქმის გამქრალი იყო, ახლა კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა, რაც შარლოტა ლუიზმა საკუთარ თავზე გამოცადა.

39 წლის შარლოტა ოთხი წლის წინ, ზაფხულის ერთ დილას, სოფლის გზაზე დარბოდა, როდესაც თავზე ჰაერის ძლიერი ნაკადი იგრძნო.

“გავიფიქრე, ეს რა ჯანდაბაა-მეთქი, მაღლა ავიხედე და დიდი, ყავისფერი ფრინველი დავინახე გიგანტური ფრთებით, რომელიც ჩემი თავიდან რამდენიმე მეტრში დაფრინავდა” - იხსენებს ქალი.

მას ძალიან შეეშინდა, ეგონა რომ ფრინველ თავს დაესხმებოდა ამიტომ მთელი სისწრაფით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, მოგვიანებით კი ჰიპნოთერაპიაში 750 ფუნტი სტერლინგი დახარჯვა დასჭირდა, რათა ამ მტაცებლის მიმართ არსებული პანიკური შიში დაეძლია.

ბუნებრივი ინსტინქტები

47 წლის წარმოების მენეჯერი, სარა რეისისთვის, “ფრთოსანი საფრთხე“ გედი აღმოჩნდა. ექსეტერში, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, არხის გასწვრივ სეირნობისას, მან ბილიკის შუაგულში დიდი გედი დაინახა.

“ყოველ ჯერზე, როდესაც ვუახლოვდებოდი, აგრესიულად შლიდა ფრთებს, სისინებდა და ჩემკენ მოდიოდა. იძულებული გავხდი უფროსისთვის დამერეკა და მეთქვა: ძალიან ვწუხვარ, მაგვიანდება, რადგან გედი გზაზე არ მიტარებს-მეთქი. სამსახურში ეს სასაცილოდ არ ეყოთ, მაგრამ მე თავზარი დამეცა. მეგონა, ან მიკბენდა, ან ფრთების დარტყმით მდინარეში გადამაგდებდა, რის გამოც სამსახურში კიდევ უფრო მეტად დამაგვიანებდა და თან დავსველდებოდი” - ამბობს სარა.

სარა ვენესის შემთხვევაში კი კონფლიქტის მიზეზი მისი მანქანა გახდა. 2024 წლის ზაფხულში, სუფოლკში, ისტორიული მამულის მონახულებისას, მან მანქანის კარი გააღო და მიხვდა, რომ შემთხვევით იქვე მყოფ ფარშევანგს მიარტყა. შეწუხებულმა იმით, რომ შესაძლოა ფრინველი დაეშავებინა, მანქანიდან გადმოსვლა და მისი შემოწმება დააპირა, თუმცა ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძნო ფარშევანგი მას თავს დაესხა.

ეს ინციდენტი უკვე დავიწყებას მიეცა, როდესაც ქალმა რამდენიმე კვირის შემდეგ, სხვა მამულში მდებარე თავისი ოფისიდან (რომელიც წინა შემთხვევის ადგილიდან 45 წუთის სავალზეა) მანქანიდან გადმოსვლისას მის სახურავზე მჯდარი კიდევ ერთი ფარშევანგი არ აღმოაჩინა. სარას მცდელობების მიუხედავად ფრინველმა ადგილიდან დაძვრაზე უარი თქვა.

“საბოლოოდ მისი გაგდება მოვახერხე, მაგრამ დავრწმუნდი, ფარშევანგების საზოგადოებაში ხმა გავრცელდა იმის შესახებ, რომ მათ მეგობარს ფიზიკურად შევეხე“. ამბობს ის.

← მთავარი