← მთავარი
საზოგადოება

2027 წლის 1 მარტიდან სამგზავრო ავტობუსებში ტაქოგრაფი სავალდებულო გახდება

2 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

2027 წლის 1 მარტიდან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები სავალდებულოდ უნდა აღიჭურვოს ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. ეს ნორმა პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია ასახული.

დოკუმენტის თანახმად, ამ ნაბიჯის მიზანია „მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობა, საავტომობილო შემთხვევების შემცირება, საგზაო უსაფრთხოების განვითარება და ავტომობილის ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნა.”

სარეგისტრაციო პერიოდში მიმდინარეობდა ასევე სამგზავრო გადაყვანებისა და ავტოსადგურების რეფორმა: ხორციელდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანაში ჩართული პირების განნებართვიანება და ავტოსადგურების სერტიფიცირება.

ამასთანავე, L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების — მოტოციკლების, ტრიციკლებისა და კვადროციკლების — სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაქვემდებარებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები ამჟამად მუშავდება.

← მთავარი