← მთავარი
სპორტი

ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა.

“გადაწყვეტილება ტურნირის დაწყებამდე მივიღე? არა, პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედი და ვფიქრობ, გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ახლა ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელი უნდა აირჩიოს. პრეზიდენტი ყოველთვის მხარს მიჭერდა, მაგრამ ჩემი კონტრაქტი დღეს დასრულდა. მეტი განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი”, - განუცხადა მარტინესმა “რეკორდს”.

მარტინესი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 2023 წელს ჩაუდგა სათავეში, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით 2025 წელს ერთა ლიგა მოიგო.

← მთავარი