[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პორტუგალია 0:1 ესპანეთი. უკეთესი თამაში, მეტი კონტროლი, მეტი შანსი... | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი
პორტუგალია 0:1 ესპანეთი
06.07. დალასი. “დალას სთედიუმი”. 70 649 მაყურებელი
გოლი: 0:1 მერინო (90+1. ფერან ტორესის პასით)
პორტუგალია (4-2-3-1): დიოგო კოშტა 7.1* - კანსელო 6.4 (71. დალოტი 6.4), რუბენ დიაში 6.8, ვეიგა 6.8, მენდეში 6.6 (56. სემედუ 6.0) - ვიტინია 5.6 (83. ბერნარდო სილვა), ჟოაო ნევეში 6.5 - ნეტუ 5.7 (83. კონსეისაო), ბრუნო ფერნანდეში 6.7, ჟოაო ფელიქსი 6.4 (71. ლეაუ 6.7) - რონალდო 6.4
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი 7.5 - პორო 7.1, კუბარსი 6.3, ლაპორტი 6.4, კუკურელია 6.5 - როდრი 8.3, პედრი 6.6 (85. ფაბიან რუისი) - იამალი 7.7, ოლმო 7.4 (85. ოლმო), ბაენა 6.7 (73. ფერან ტორესი 7.3) - ოიარსაბალი 6.4 (90+7. იგლესიასი)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
გაფრთხილება: ბერნარდო სილვა (89), ვეიგა (90+4), ფერან ტორესი (90+8)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: როდრი (ესპანეთი)
არბიტრი: ე. ტეილორი (ინგლისი)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ლუის დე ლა ფუენტემ უშუალო დუელში აშკარად აჯობა რობერტო მარტინესს და ესპანეთის ნაკრები დამსახურებულად გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
“ფურია როხამ” ითამაშა მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი, უკეთ აკონტროლა ბურთი და შექმნა მეტი საგოლე მომენტი. პირენეულ დერბიში გადამწყვეტი სულ სხვა რამ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში დე ლა ფუენტემ მინდორზე მიკელ მერინო და ფერან ტორესი შეუშვა. შედეგი - პირველმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო, მეორემ კი ჯადოსნური პასი გაუკეთა.
პორტუგალიის ნაკრები შეეწირა გაუგებარი კვალიფიკაციის მწვრთნელის ხუშტურებს, ვინც სანახევროდაც ვერ გამოიყენა ამ თაობის პოტენციალი. მარტინესს შეეშალა თამაშის პროცესშიც. მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო მინდორი დატოვა ბრუნო მენდეშმა, გუნდს ისედაც ბევრი მოაკლდა და, ვიტინიას გაყვანამ ხომ საერთოდ მოშალა პორტუგალიის ნაკრები.
კრიშტიანო რონალდოსთვის კი ეს იყო ბოლო სანაკრებო მატჩი. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა მან და ახლა ერთმა ღმერთმა იცის, რა და როგორ იქნება მომავალში. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების შემდეგ მეტოქეს, მეოთხედფინალში მას აშშ-სა და ბელგიას შორის გამარჯვებული ელოდება.
ფაქტები
პორტუგალიის ნაკრებმა ძირითად დროში ესპანეთთან ნათამაშები 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო (1:0 ნუნუ გომეშის გოლით). ეს მოხდა ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპზე.
ესპანეთის ნაკრებმა წაუგებლად ჩაატარა 35-ე შეხვედრა. ამით მათ გაიმეორეს შედეგი, რომელსაც მიაღწიეს 2007 წლის თებერვლიდან 2009 წლის ივნისამდე.
მას შემდეგ, რაც პირველად ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ 2004 წელს, კრიშტიანო რონალდომ ამ ნაკრების კარში 4 გოლი გაიტანა ეს საუკეთესო შედეგია ჩილელ ფორვარდ ედუარდო ვარგასთან ერთად. მათ შორისაა კრიშტიანოს ჰეთ-თრიკი ესპანეთის ნაკრების კარში მსოფლიოს 2018 წლის პირველობაზე.
მიკელ მერინომ მუნდიალებზე სადებიუტო გოლი გაიტანა.