← მთავარი
საზოგადოება

საქსტატი: 2014 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.8%-ითაა გაზრდილი

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
საქსტატი: 2014 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.8%-ითაა გაზრდილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითადი შედეგების თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 930 000-ით განისაზღვრა. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით (216 ათასი კაცით).საქსტატის განცხადებით, აღწერის შედეგად გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს ქალაქად, ხოლო 38% — სოფლად. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან: რუსეთის მოქალაქე — 37,7 ათასი; ინდოეთის მოქალაქე — 23,9 ათასი; უკრაინის მოქალაქე — 11,5 ათასი; აზერბაიჯანის მოქალაქე — 8,3 ათასი; სომხეთის მოქალაქე — 5,4 ათასი. აღწერის თანახმად, მოსახლეობის 84.1% (3 304 ათასი) ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით (80 ათასი). შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანელი ეროვნების მქონე მოქალაქეები — 269 ათასი კაცით, რაც მთლიანიმოსახლეობის 6.8%-ს შეადგენს. სომეხი ეროვნების მქონე მოქალაქეები — 4.3%-იანი წილით. რუსი ეროვნების მოქალაქეები — 1.1%-ით ინდოელები — 0.6%-იანი წილით. საქსტატის განცახდებით, 2024 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 82% (3 223 ათასი კაცი) მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 4.1%-ით (126 ათასი კაცით). ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი — 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის — 2.6%, კათოლიკების — 0.5%, ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევრებზე ჯამურად 3.8% მოდის.რაც შეეხება მშობლიურ ენას, მოსახლეობის 85%-სთვის ქართული ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას. აღნიშნული მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია 2.7%-ით.

← მთავარი