შოკისმომგვრელი უმძიმესი ვიდეო - როგორ აწამებენ პოლიციაში ახალგაზრდებს
ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებსა და უხამს ლექსიკას. „TV პირველის“ ეთერში, გადცემა „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე სასტიკი ძალადობის ამსახველი კადრები. ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის, რომ პოლიციელები მოქალაქეზე ძალადობენ, სავარაუდოდ, ყალბი ჩვენების მიღების მიზნით. „TV პირველის“ ინფორმაციით, კადრებს თავად პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩატში აგზავნიდნენ. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ კადრების ავთენტურობა დაადასტურა და აცხადებს, რომ კადრები 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ეს დანაშაული თითქმის 4 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და ისინი პროკურატურამ დააკავა. „საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, - აცხადებს შსს.სისხლის სამართლის არაერთი სპციალისტი კადრებში ასახულ პოლიციელების ქმედებებს წამებად აფასებს.