← მთავარი
სამართალი

ტვ "პირველის" მიერ პოლიციის ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, შსს აცხადებს, რომ დამნაშავეები თებერვალში დააკავეს

14 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
ტვ

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემის ანონსი გაუშვა, რომელშიც, სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით ძალადობის სცენებია ასახული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამნაშავეები თებერვალში დააკავეს და რომ ინციდენტი 2022 წლით თარიღდება.12 ივნისს, ტელეკომპანია „პირველმა“ ნოდარ მელაძის კვირის საგამოძიებო გადაცემის „მელაძის შაბათის“ ანონსი გაუშვა, სადაც ჩანს, როგორ ცემენ პოლიციელები დაკავებულებს და სიტყვიეთ შეურაცხყოფას აყენებენ აღიარებითი ჩვენების მისაღებად. სრული რეპორტაჟი ეთერში 13 ივნისს, 20:00 საათზე გავა.კადრებში ნაჩვენებია სულ მცირე სამი სხვადასხვა სცენა დახურულ ოთახში, მსხვერპლთა სახეები დაფარულია, ხოლო, სავარაუდოდ, პოლიციელების სახეების ამოცნობა შესაძლებელია. კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ აყენებენ ისინი შეურაცხყობას თავიანთ მსხვერპლებს.ანონსის თანახმად, კადრები თავად პოლიციელებმა გადაიღეს და ჯგუფურ ჩათში გაავრცელეს, ხოლო ის პირი, რომლის მეშვეობითაც კადრებმა გაჟონა, მოგვიანებით დააკავეს. გადაცემის ანონსის თანახმად, არსებობს დამატებითი კადრებიც, თუმცა უცნობია, შევა თუ არა ეს კადრები სრულ რეპორტაჟში.ანონსის სოციალურ მედიაში გავრცელებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. მან ფაქტობრივად დაადასტურა ეთერში გასული ჩანაწერების ავთენტურობა და განაცხადა, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში გენერალურმა ინსპექციამ გამოავლინა, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა.„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – განაცხადა შსს-მ.ტელეკომპანია „პირველის“ ანონსს სახალხო დამცველი გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, „განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტები“.უწყების თქმით, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას „პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში“.სახალხო დამცველმა გაიმეორა, რომ „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია“.This post is also available in:

English Tagsპოლიციის ძალადობა ტელეკომპანია პირველი შსს

Copy URL URL Copied

← მთავარი