← მთავარი
საზოგადოება

პლასტმასის სასურსათო კონტეინერების გამოყენება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება, ხოლო ერთჯერადი ჭიქების — 2027 წლის 1-ელი ივლისიდან

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
პლასტმასის სასურსათო კონტეინერების გამოყენება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება, ხოლო ერთჯერადი ჭიქების — 2027 წლის 1-ელი ივლისიდან

ახალი გადაწყვეტილებით, პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების აკრძალვა ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, ხოლო ერთჯერადი ჭიქების გამოყენების აკრძალვის ვადამ 2027 წლის 1-ელი ივლისამდე გადაიწია. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში “ტექნიკური რეგლამენტის — სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ”.

“ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.

სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

← მთავარი