სპორტი
საქართველომ პლაჟის ჭიდაობის ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 3 ოქრო მოიპოვა
პლაჟის ჭიდაობის ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე პოროჩში (ხორვატია) საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო და 4 ბრინჯაო.
U15 კატეგორიაში ოქრო ხვიჩა ბერიძემ (75 კგ, აჭარა) მოიპოვა — ფინალში უკრაინელი პუშკარევსკი 3:0 დაამარცხა. U17 კატეგორიაში ქართველებმა ორი ოქრო მოიგეს: იოანე სხვილაძემ (70 კგ, ქუთაისი) ფინალში აზერბაიჯანელი ალიევი 4:0-ით, ხოლო ნურადინ მუსტაფაევმა (90 კგ, თბილისი) კი ფინალში უკრაინელი ზალვოვსკი 3:0-ით დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ტარიელ საათაშვილმა (60 კგ), ბიძინა ჯინჯხარაძემ (70 კგ), დავით გორგაძემ (80 კგ) და ზებურ აბაშიძემ (90 კგ).