← მთავარი
საზოგადოება

დღეიდან, 15 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
დღეიდან, 15 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უწყების ცნობით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე — registration.emis.ge განხორციელდება. ბავშვის რეგისტრაციას სისტემაში მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. სამინისტროს განცხადებით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით მიიღება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. ამასთან, უწყება მშობლებს ახსენებს, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. “პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ,” — წერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

← მთავარი