სპორტი
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ მაიკლ ოლისეს გაყიდვას არ აპირებს, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მისი გადაბირების იმედს არ კარგავს. „მარკას“ ცნობით, პერესი მზადაა „ბაიერნს“ 24 წლის ოლისეს სანაცვლოდ 220 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნულია, რომ პერესი ტრანსფერის განხორციელებაზე ოცნებობს. „რეალისთვის“ ენცო ფერნანდესის (ჩელსი) ტრანსფერი ამ მომენტისთვის პრიორიტეტული არ არის. ოლისეს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 150 მილიონია.თეგები:ბაიერნიმადრიდის რეალიმაიკლ ოლისე(0) / (1)