← მთავარი
სპორტი

„ატლეტიკომ” „რეალის” 150-მილიონიანი შეთავაზება ხულიან ალვარესზე უარყო

10 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
„ატლეტიკომ” „რეალის” 150-მილიონიანი შეთავაზება ხულიან ალვარესზე უარყო

„რეალ მადრიდის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გასულ კვირას გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის გადასაბირებლად 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებდა. სამიზნე, როგორც გაირკვა, „ატლეტიკოს” არგენტინელი შემტევი ხულიან ალვარესი გახლდათ.

„რეალმა” ოფიციალური წერილი გაავრცელა — „ატლეტიკომ” მადლობა გადაუხადა და „ორ კლუბს შორის პოზიტიური ურთიერთობის ფარგლებში” მიღებულ ნაბიჯად შეაფასა, მაგრამ წინადადება კატეგორიულად უარყო: ალვარესის კონტრაქტში გამოსასყიდის თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს.

ამგვარად, „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა.

← მთავარი