"პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა… ამიტომ ვერ გავზარდეთ უფრო მეტად პენსია" – კობახიძე
ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე: “გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით. პირველად გადააჭარბა ამ მიმართულებით ბიუჯეტმა 5 მილიარდ ლარს, რამაც მოგვცა პენსიების გაზრდის შესაძლებლობა 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 45 ლარით. შესაბამისად, პენსია შეადგენს წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით 370 და 495 ლარს, მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად 444 და 594 ლარს.გასული წლის განმავლობაში პენსიონერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 24 200 პენსიონერით. ეს გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსია, თუმცა, ბუნებრივია, მთავარი არის ის, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი. მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა. ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი. სწორედ ამან მოგვცა შედეგად ის, რომ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა საშუალო ასაკით და გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა 30%-ით, 683 000 პენსიონერიდან 889 000 პენსიონერამდე“