← მთავარი
საზოგადოება

პატრიარქი შიო III სიონის ტაძარში მივიდა — ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

11 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
პატრიარქი შიო III სიონის ტაძარში მივიდა — ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

ახლადგამორჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III „სამების” საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაბრძანდა. პირველ ოფიციალურ მოქმედებად პატრიარქმა ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა.

სიონში პატრიარქ შიოს წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები ახლდნენ.

11 მაისს, გაფართოებული სახეკლესიო კრებამ „სამებაში” სენაკ-ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 22 ხმით 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად დასახელა. გაფართოებული კრება ილია II-ის 2026 წლის 17 მარტს გარდაცვალების შემდეგ მოიწვია.

← მთავარი