← მთავარი
მსოფლიო

პატრიარქი დანიილი კირილის დასანქცირებაზე ბულგარეთის წინააღმდეგობას მხარს უჭერს

28 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პატრიარქი დანიილი კირილის დასანქცირებაზე ბულგარეთის წინააღმდეგობას მხარს უჭერს

ბულგარეთის პატრიარქმა, დანიილმა მხარი დაუჭირა ბულგარეთის პოზიციას, რომელიც ევროკავშირის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას ეწინააღმდეგება.

27 ივნისს ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ პატრიარქ კირილის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანის შესახებ ბულგარეთის წინააღმდეგობა გამართლებულია და აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება “დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს”.

პატრიარქმა ასევე დაადასტურა, რომ ის და წმინდა სინოდის წევრები იმავე დღეს პირველად შეხვდებოდნენ ბულგარეთის ახალ პრემიერმინისტრ როზენ ჟელიაზკოვს.

Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს

← მთავარი