← მთავარი
საზოგადოება

პატრიარქ შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა — საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი

7 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
პატრიარქ შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა — საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი ჩატარდა — 700-მდე ბავშვი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ნათლული გახდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ი ახალ ნათლულებს პირველად ხვდებოდა. ნათლობის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ბავშვები დალოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

საყოველთაო ნათლობის ტრადიციას დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2008 წელს პატრიარქ ილია II-მ ჩაუყარა საფუძველი. ილია II ოჯახში ყველა მესამე და შემდგომი შვილის ნათლია იყო, ხოლო მისი ნათლულების საერთო რაოდენობა 50 ათასს გადააჭარბა.

← მთავარი