← მთავარი
სპორტი

"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა

8 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ლიგა 1-ის ბინადარმა “პარიზმა” გვაუწყა, რომ გუნდია ახალი დამრიგებელი 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი გახდა, რომელთანაც 2-წლიან კონტრაქტი გაფორმდა.

მან ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც დედაქალაქურმა გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონატზე მე-11 ადგილზე დაასრულა.

როსენიორმა სამწვრთნელო კარიერა “ჰალში” დაიწყო, შემდეგ კი “სტრასბურგშიც” იმუშავა. ის ამა წლის იანვარში “ჩელსის” ჩაუდგა სათავეში, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, 23 მატჩის შემდეგ დაითხოვეს.

შეხსენებისთვის, რამდენიმე დღის წინ “პარიზში” “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილი 18 წლის ნახევარმცველი ანდრია კვირიკაძე გადავიდა.

← მთავარი