← მთავარი
პოლიტიკა

ყოფილი საგარეო მინისტრი: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს — „ქართული ოცნება” შიშის დანერგვას განაგრძობს

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ყოფილი საგარეო მინისტრი: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს — „ქართული ოცნება” შიშის დანერგვას განაგრძობს

ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს 14 მაისს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა — საფუძვლად 17 დეკემბრის აქციაზე ტროტუარზე დგომა მიეთითა.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ამ ფაქტს ასე ეხმიანება: „ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, სტუდენტებს იგივე მიზეზით აკავებენ — და საზოგადოების უდიდესი ნაწილი დუმილით ხვდება ამ ფაქტებს, თითქოს შეეგუა. ეს, სინამდვილეში, შიშთან შეგუებაა. „ქართული ოცნება” მეთოდურად განაგრძობს შიშის დანერგვას. ეს შიში კი საზოგადოებას გაანადგურებს, თუ ის არ გამოფხიზლდა და ამ შიშს თვალებში არ ჩახედა. აქ გემოვნების საკითხი არ არის — ვინ გინდა, ის მოიწონე პოლიტიკურად. ყველა, ვინც ამ შიშს არ გეეგუება, უნდა გაერთიანდეს.”

პეტრიაშვილი 2012–2014 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა; ჯანელიძე კი 2015–2018 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

← მთავარი