← მთავარი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა

25 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა

“ევროპარლამენტის ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველი ღია თავდასხმაა”, — ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს — საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”. “ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის.ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე….მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ ვერ დაიბანს ამ უმსგავსო ქცევაში საქართველოს ხალხის და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ საქართველოს ეკლესიაზე ევროპარლამენტის მხრიდან თავდასხმაზე არგამიჯვნა ნიშნავს მასზე დათანხმებას და სწორედ ასე განვიხილავთ სამომავლოდ ამგვარ მიდგომებს”, — განაცხადა შალვა პაპუშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას. შალვა პაპუაშვილი საუბრობდა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოს შესახებ, მასზე დაყრდნობით რეზოლუცია ევროპარლამენტმა 2026 წლის 17 ივნისს მიიღო. დოკუმენტი ეხებოდა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, დეზინფორმაციასა და რუსეთის გავლენის ქსელებს. სწორედ ამ დოკუმენტში იყო ნახსენები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის რელიგიური გავლენის კონტექსტში. რეზოლუციის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე იყო. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო “საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. [ევროპარლამენტი] გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც საქართველოში დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხების გამოყენების შესახებ, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით”, — წერია რეზოლუციაში. თავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის 5 მაისს, როდესაც AFET-ის კომიტეტმა ანგარიში დაამტკიცა, განაცხადა, რომ დოკუმენტი შეიცავდა თავდასხმას “საქართველოს სახელმწიფოზე, საზოგადოებასა და ღირებულებებზე, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე”.

← მთავარი