"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
“ჩელსიმ” “ინტერს” ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს02:45/24-06-2026+-“ატალანტას” განაპირა მცველი მარკო პალესტრა კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
“არისტოკრატები” ბერგამოელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს გადაუხდიან.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პალესტრას კარიერის გაგრძელება მხოლოდ “ინტერში” სურდა და იტალიელის ინიციატივით კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა გუშინ საქმეში “ჩელსი” ჩაერთო და რამდენიმე საათში ტრანსფერი დახურა.
პალესტრა გასულ სეზონში “კალიარიში” იჯარის წესით თამაშობდა. მან ყველა ტურნირზე 37 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.თეგები:ჩელსიატალანტატრანსფერებიმარკო პალესტრა(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ