სპორტი
სანდრო მამუკელაშვილი ლეგენდარულ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ყოველწლიურად ანაზღაურება დაახლოებით 15 მილიონი დოლარი იქნება. მამუკელაშვილი ლუკა დონჩიჩის თანაგუნდელი გახდება.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში, რომელიც ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე წარადგინეს, ხაზგასმულია შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონების მიღებასთან დაკავშირებით. ანგარიში ასევე გმობს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიებები ყველა ბრალდებაზე.
2 ივლისი, 2026
სპორტი
სანდრო მამუკელაშვილი ლეგენდარულ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ყოველწლიურად ანაზღაურება დაახლოებით 15 მილიონი დოლარი იქნება. მამუკელაშვილი ლუკა დონჩიჩის თანაგუნდელი გახდება.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ექიმები მძიმე სამედიცინო კრიზისს პროგნოზირებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 2 295-ს აღწევს, ხოლო 68 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჰუმანიტარული ორგანიზაციები აფრთხილებენ, რომ თუ ვითარება სასწრაფოდ არ გაკონტროლდება, ინფექციები და დაავადებები გავრცელდება.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.
2 ივლისი, 2026
სამართალი
სასამართლომ „ქინდერლი ჯორჯიას“ ორი დამფუძნებელი, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები, სუროგატი დედებისა და ბიოლოგიური მშობლების კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მათ ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ჩინეთის მოქალაქეებისგან მოზიდული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისეს, ნაცვლად იმისა, რომ სუროგატი დედების ხარჯები და ანაზღაურება დაეფარათ. საქმეზე 40 დაზარალებულია, მათ შორის 30 სუროგატი დედა და 10 ბიოლოგიური მშობელი.
2 ივლისი, 2026
სპორტი
აშშ-ს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბოსნია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩი აშშ-ს უპირატესობით დაიწყო, თუმცა 64-ე წუთზე ფოლარინი გააძევეს და გუნდი 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, აშშ-მ მაინც შეძლო სხვაობის გაზრდა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.
2 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე მეორე წრის შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება. ბოლქვაძემ მთავარი ბადის პირველ წრეში ხორვატი დონა ვეკჩი დაამარცხა.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
2 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიაში მიმდინარე ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ლუიზა მეიერი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. წყვილებში კი გორგოძე და მისი პარტნიორი იპეკ ოზი უკრაინელ წყვილთან დამარცხდნენ. ასევე, წარმატებით იასპარეზა საბა ფურცელაძემ გერმანიაში, სადაც მან ერთეულთა და წყვილთა შეხვედრებში იმარჯვა.
2 ივლისი, 2026