საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
ტაილანდში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 11 წლის ბიჭმა, რომელიც მშობლების ავტომობილს მართავდა, 9 ბუდისტი ბერი იმსხვერპლა. შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში, მუკდაჰანის პროვინციაში მოხდა, სადაც ბერებისა და მიმდევრების ჯგუფი მსვლელობას აწყობდა. ბიჭმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ჯგუფს შეეჯახა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა. მოგვიანებით, ქალი გარდაცვლილი იპოვეს ბინაში.
3 ივლისი, 2026
სპორტი
18 წლის ქართველი ფეხბურთელი, ანდრია კვირიკაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარიზში“ ითამაშებს. მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვირიკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზეც იასპარეზა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 5:33 დამარცხდა. მატჩის დასაწყისში ქართველებმა ლელო გაიტანეს, თუმცა შემდეგ მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმში საქართველოს გუნდი ორკაცნაკლული თამაშობდა, რამაც საბოლოო ანგარიშზე გავლენა იქონია.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ავსტრია 3:0 დაამარცხა. მიკელ ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლამინ იამალი დასახელდა. ესპანელები შემდეგ ეტაპზე პორტუგალიისა და ხორვატიის წყვილიდან უძლიერესს დაუპირისპირდებიან.
3 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქალი მიმი კაზალიკაშვილია, რომელიც დაახლოებით 50 წლის იყო. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ის ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე, ცხინვალის დე ფაქტო „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა მარატ კამბოლოვი, რომელიც ახლა „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ის ამ ღონისძიებას რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად დაესწრება. 86 წლის ხამენეი 28 თებერვალს დაიღუპა, ხოლო მისი დაკრძალვა 4 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება.
3 ივლისი, 2026