განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

"მოხარულები ვართ, რომ დავარწმუნეთ ლუკა ჩვენთან გადმოსვლაში"... ლოჩოშვილი "კიოლნის" მესამე ქართველი გახდა! | Lelo.Ge

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ კლუბ "კიოლნში" გააგრძელებს, სადაც 2029 წლის ივლისამდე ითამაშებს. ლოჩოშვილი "კიოლნის" ისტორიაში მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. მანამდე კი, 28 წლის მცველს ტოპლიგაში ასპარეზობის გამოცდილება იტალიურ "კრემონეზეში" აქვს.

3 ივლისი, 2026
სამართალი

ტრაგედია დადიანის გამზირზე: ცნობილია ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა

ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქალი მიმი კაზალიკაშვილია, რომელიც დაახლოებით 50 წლის იყო. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ქალი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

3 ივლისი, 2026
სპორტი

"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა

საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგიდან“ „კიოლნში“ გადავიდა. ბუნდესლიგის კლუბმა ლოჩოშვილთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „ნიურნბერგის“ მმართველი საბჭოს დირექტორმა ტომას კესლერმა განაცხადა, რომ ლოჩოშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ეძებდნენ, რადგან ინდივიდუალური უნარებით და ფიზიკური მონაცემებით გამორჩეულია.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

ბაია პატარაიას ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალი თბილისში ‘ფემიციდს’ ემსხვერპლა

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, შემდეგ კი მასზე ნათესავმა მამაკაცმა იზრუნა, თუმცა მოგვიანებით გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას საქმეში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.

3 ივლისი, 2026
სპორტი

დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება

იურგენ კლოპი, დიდი ალბათობით, გერმანიის ნაკრებს გაწვრთნის. სანდო წყაროების ცნობით, 59 წლის სპეციალისტმა ბუნდესნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იულიან ნაგელსმანს თანამდებობის დატოვება არ სურს, მას გაათავისუფლებენ და გერმანიის ნაკრები მთავარ კანდიდატურად სწორედ იურგენ კლოპის ვარიანტს განიხილავს. ამასთან, გერმანიის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარეს მანუელ ნოიერმა, ლეროი ზანემ, ანტონიო რუდიგერმა, პასკალ გროსმა და ოლივერ ბაუმანმა. შეგახსენებთ, ბუნდესნაკრები მუნდიალზე სენსაციურად პარაგვაისთან, პლეი-ოფში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

3 ივლისი, 2026
მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ თუ უკრაინას დაძაბულობის შემცირება სურს, თავისი ისტორია უნდა გაიაზროს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა ვარშავასთან დაძაბულობის შემცირების გზებს ეძებს. მისი თქმით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის აღსასრულებლად ისტორია უნდა გაიაზროს. ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მომავალ სამიტზე პოლონეთის დელეგაციას უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევისას „ფრთხილად“ ყოფნას სთხოვს.

3 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.

3 ივლისი, 2026
მსოფლიო

მოლდოვას პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე მუნტეანუმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მანდატის შესრულება საკუთარ პრინციპებთან და შეხედულებებთან შეუსაბამო გახდა. ეს ნაბიჯი პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი პარტიისთვის გამოწვევაა.

3 ივლისი, 2026