სამართალი
პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მალანიას, ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპი, დიდი ალბათობით, გერმანიის ნაკრებს გაწვრთნის. სანდო წყაროების ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა ბუნდესნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანს თანამდებობის დატოვება არ სურს, მას გაათავისუფლებენ და გერმანიის ნაკრები მთავარ კანდიდატურად სწორედ იურგენ კლოპის ვარიანტს განიხილავს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პორტუგალიელებმა მეორე ტაიმში შეძლეს ანგარიშის შემოტრიალება. კრიშტიანო რონალდომ პენალტით გაათანაბრა, ხოლო გონსალუ რამუშმა დამატებით დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი ის „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
პარიზულმა გრანდმა, პსჟ-მ, გონსალო რამუშის შემცვლელის ძიება დაიწყო და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად „მონაკოს“ ამერიკელი თავდამსხმელი, ფლორიან ბალოგუნი განიხილება. ბალოგუნმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 30 მატჩში 13 გოლი და 3 ასისტი გაიფორმა. პსჟ-ს ბალოგუნის შეძენისას პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია, რადგან ამერიკელი ფეხბურთელით ბევრი კლუბია დაინტერესებული.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპი, დიდი ალბათობით, გერმანიის ნაკრებს გაწვრთნის. სანდო წყაროების ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა ბუნდესნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანს თანამდებობის დატოვება არ სურს, მას გაათავისუფლებენ და გერმანიის ნაკრები მთავარ კანდიდატურად სწორედ იურგენ კლოპის ვარიანტს განიხილავს.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
The New York Times-ი, ამერიკელ და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ ირანის ხელისუფლებას ფარულად აფრთხილებდა, თითქოს ისრაელს შესაძლოა, თეირანის მთავარი მომლაპარაკებლების ლიკვიდაცია ეცადა. ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ ისრაელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის და პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის მოკვლას აპირებდა, რამაც შესაძლოა, სამშვიდობო პროცესი დააზიანოს.
3 ივლისი, 2026