← მთავარი
პოლიტიკა

"პირველივე დღიდან როდესაც ქალბატონ ხოშტარიას დაჭირდა სამედიცინო დახმარება მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა" - პაატა სალია

25 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
“პირველივე დღიდან როდესაც ქალბატონ ხოშტარიას დაჭირდა სამედიცინო დახმარება მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. სპეკულაცია ის არის, რომ ექიმი ვერ ახერხებს შეცვლას. იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სფეროში, სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ქალბატონ ხოშტარიასაც გაეწია ყველა ის მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა. დიაგნოზი რაზეც მას ეჭვი ჰქონდა გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისაგან” განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებთან
← მთავარი