← მთავარი
საზოგადოება

„იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა P&G-მ, Head & Shoulders-ის, Gillette-ის და Ariel-ის მწარმოებელმა

23 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„იმედთან

ეს კორპორაცია აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა „პამპერსი“, Head & Shoulders-ი, Pantene-ი, Braun-ი, Gillette-ი, Oral-B, Ariel-ი, Tide-ი და სხვები.„Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა City A.M.-მა 23 ივნისს.გამოცემის თანახმად, 2026 წლის 24 თებერვალს „იმედის“ სანქცირების მიუხედავად კორპორაცია „იმედში“ რეკლამირებას განაგრძობდა.თუმცა, City AM-ის ცნობით, P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს, 2026 წლის 22 ივნისს მედიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ასევე ნახეთ

BBC Studios-მა სანქცირებულ იმედს “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა - Formula

Nestle-მ გამოძიება დაიწყოCity AM-მა 22 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასეთივე გამოძიება დაიწყო Nestle-მაც, - მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმლისა და საკვების მწარმოებელმა კომპანიამ.სხვა გლობალურმა ბრენდებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა განყოფილებამ, ურთიერთობები გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც „იმედი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.

ასევე ნახეთ

Nestle-მ სანქცირებულ „იმედთან“ კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო - მედია

აღნიშნულ მედიასთან საუბარში „ნესტლეს“ წარმომადგენელმა განაცხადა:„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ „ნესტლე“ იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოში“.„ნესტლე საქართველო“საქართველოში რეგისტრირებულ „შპს ნესტლე საქართველოს“ შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „სოსიეტე დე პროდუი ნესტლე“ ფლობს.„ნესტლე საქართველოს“ გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.რადიო თავისუფლება 22 ივნისს, შიდა გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტელეფონით ესაუბრა დმიტრი ალექსეენკოს.მან გვითხრა, რომ სათავო ოფისთან კონსულტაციის გარეშე კომენტარს ვერ გააკეთებს.გამოცემა City AM-ის ინფორმაციით, Nestle-ს გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი უძღვება და მასში მონაწილეობს ამავე კომპანიის ლონდონის სამართლებრივი გუნდის წარმომადგენელი.

ასევე ნახეთ

„იმედში“ ამბობენ, რომ ვებსაიტები სანქციების გამო გაეთიშათ

სანქციები „იმედს“„ქართული არხი, რომელიც 2003 წელს მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სანქციების სიაშია შეტანილი და აღწერილია, როგორც „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გამავრცელებელი“, - წერს გამოცემა.2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).სანქციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასებს ნაღდი ფულის სახით იღებენ.„კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ 27 თებერვალს, ხელფასის აღების დღეს.

ასევე ნახეთ

ბრიტანული სანქციის გამო „იმედში“ ხელფასი „ქეშად“ აიღეს

← მთავარი