← მთავარი
სპორტი

"ბოლოს ტიტული როდის მოიგო?" - ოუენმა "რეალი" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა მაიკლ ოუენმა მადრიდის “რეალი” მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა.   ინგლისელის თქმით, პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლო წლების განმავლობაში ტიტულების მოგებას ვერ ახერხებდა და მისი “სამეფო კლუბში” ხილვით გაკვირვებულია.   “ეს ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი დანიშვნაა. მას თავის ბოლო კლუბებში განსაკუთრებული შედეგები არ ჰქონია. ის “რეალში” უკვე მუშაობდა. ამან გამაკვირვა. სიმართლე რომ ვთქვა, ამ გადაწყვეტილებით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.   “ბარსელონა” ამჟამად კარგ ფორმაშია, ამიტომ მას რთული ამოცანა ელის. მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც მადრიდის “რეალია”. კლუბს ბევრი ფული აქვს, ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, შესანიშნავი სტადიონი და ძლიერი შემადგენლობა. ეს ფანტასტიკური სამუშაოა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მისი არჩევა არ მესმის. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გამიკვირდა, რომ მოურინიოს “რეალი” მეორედ ენდო”, - განაცხადა ოუენმა.   შეგახსენებთ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “სამეფო კლუბთან” 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.თეგები:ჟოზე მოურინიომადრიდის რეალიმაიკლ ოუენი(2) / (0)

← მთავარი