როდის არის საჭირო ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?
როდის არის საჭირო ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?
ჯანმრთელობა • 54 წუთის წინ
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ეს პროდუქტი გათვლილია მათთვის, ვისაც მუშაობის პროცესში დიდხანს ჯდომა უწევს, ასეთი ადამიანების რაოდენობა კი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდია. ეს პროდუქტი სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე, ბალიშები უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზიციონირებას და ადამიანებს მშვიდად ძილშიც ეხმარება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა სპეციალური ორთოპედიული ბალიშები დღის მანძილზეც უნდა გამოიყენონ. ღამე, კი ორთოპედიული ბალიშის გამოყენება მშვიდი და უსაფრთხო ძილის გარანტიაა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
ორთოპედიული კისრის ბალიში - თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და გამოიყენება ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არღვევს ძილის ხარისხს: თავისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ხვრინვა, აპნოე და სხვ. ზურგის ბალიში - დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან და უზრუნველყოფს ზურგის ფიქსაციას ანატომიურ მდგომარეობაში. მისი გამოყენება იდეალურია მათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მისი სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან. სავარძლის ბალიში - თუ მუშაობთ ოფისში და ძირითადად გიწევთ ჯდომა, სავარძლის ბალიშის გამოყენება მუშაობის პროცესს მეტად კომფორტულს ხდის. ბალიში აგრეთვე ეხმარება ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში, ნაკლებად გეღლებათ ზურგის კუნთები„ და გავა-წელის მიდამო. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც საოფისე გარემოში, აგრეთვე სახლში, მანქანაში - განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას. ბალიში იდეალური საშუალებაა მძღოლებისათვის. როტაციის ბალიში - გამოიყენება პაცინეტის გადასატრიალებლად და ეხმარება პაციენტებს, რომ მარტივად შეძლონ სასურველ პოზიციაში მოთავსება.
ორთოპედიული ბალიშები “ახალ ხედვაში” ლატექსის მასალისგანაა დამზადებულ და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. მისი მოხსნა და გარეცხვა შესაძლებელია, რაც გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. მათი შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებშია შესაძლებელი. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს ვადაში მიიღებთ.