საზოგადოება
ორნელა მუტი თბილისშია — იტალიელი ვარსკვლავი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებაში მონაწილეობს
იტალიელი კინოვარსკვლავი ორნელა მუტი თბილისშია. ვიზიტი საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება — ის ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას” მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში.
16 მაისს საღამოს ორნელა მონაწილეობს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ შემოქმედებით საღამოში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს მოხმარდება.
„ლეგენდა თბილისშია,” — წერს ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ესაკია.
ორნელა მუტი ქართული ტანსაცმლით გამოწყობილ ახალგაზრდებთან ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს მსოფლიოს — პირდაპირ თბილისიდან.