სპორტი
„ორბი-ელვა” და „ბასტიონი” — ქართული ქალთა კალათბურთის ახალი ჩემპიონები
კალათბურთის აკადემიის დარბაზმა გოგონათა 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატების გადამწყვეტ მატჩებს უმასპინძლა.
16-წლამდელთა ჩემპიონატი
მე-3 ადგილისთვის „ჰასლერსმა” „ქუთაისს” 39:38 გაუსწრო — ბრინჯაოს მედლები ერთი ქულით გადაწყდა. ფინალში „ორბი-ელვამ” „ბასტიონი” 50:46 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გამარჯვებულთა MVP ცერცვაძე 16 ქულით, მეძმარიაშვილი 12-ით, ბოლქვაძე 11-ით; „ბასტიონის” მხრიდან 14 ქულით კვარაცხელია გამოირჩა.
18-წლამდელთა ჩემპიონატი
ბრინჯაოს მატჩში „ორბი-ელვამ” აჭარის ნაკრები 40:35 დაამარცხა. ფინალში „ბასტიონი” „ორბი-ელვა 2”-ს დაუპირისპირდა — გადამტეხი მესამე პერიოდი „ბასტიონმა” 15:6-ით მოიგო და 53:44 ჩემპიონი გახდა. MVP კახეთელიძე 23 ქულით; ნიკურაძე 13-ით. „ორბი-ელვა 2”-დან ხვედელიძე 16-ით, მაზიაშვილი 13-ით გამოირჩა.