← მთავარი
სპორტი

Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის დაწყებამდე Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა.

სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, მუნდიალის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია - 27.3%-ით.

ტურნირის მოგების მეორე ფავორიტი 21.3%-ით ესპანეთის ნაკრებია, ხოლო მესამე ადგილზე 17.3%-ით არგენტინის ნაკრებია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება, სადაც საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება.

← მთავარი