← მთავარი
საზოგადოება

"არც ნივთი ჩანს და არც ჩემი გადახდილი თანხა!" - "ფასდაკლების" ტყუილი აქციები და ონლაინ-ვაჭრობის სირთულეები: როგორ დავიცვათ თავი თაღლითური ვებგვერდებისგან

11 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

15-20-თუ ამ ნომერზე დაგვირეკავთ, ვეცდებით, თქვენი უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ერთხელ მაინც გამხდარა ონლაინ-ვაჭრობის მსხვერპლი. ამ ადამიანებმა, სოციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფიც” კი შექმნეს, სადაც ყველა დაზარალებული თავის ისტორიას ჰყვება:

მარიამ ელოშვილი: მართლაც, სასო მაქვს წარკვეთილი ამდენი მატყუარას ხელში! 12 ივნისს, ერთ-ერთი გვერდიდან ოქროს ნივთი გამოვიწერე. თანხაც გადავიხადე და შევთანხმდით, რომ ნივთს ოთხშაბათს მივიღებდი. ოთხშაბათიც გავიდა, ხუთშაბათიც, მაგრამ ნივთი ჩემამდე არ თუ ვერ მოვიდა. გამყიდველს მესენჯერში ვწერდი, ვურეკავდი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდგომ, თანხის უკან დაბრუნება მოვითხოვე, მაგრამ სულ ტყუილად. უკვე ივლისი დაიწყო, მესამე ოთხშაბათი გავიდა, მაგრამ არც ნივთი ჩანს და არც ჩემი გადახდილი თანხა! არ მოტყუვდეთ და ჩემსავით არ ენდოთ ასეთ თაღლითებს.

ბარბარე ოსიაშვილი: სამი თვის წინ, ერთ-ერთი ონლაინ-გვერდიდან, ფეხსაცმელები გამოვიწერე. ვითომ აქცია ჰქონდათ - 1+1. არც მპასუხობენ, არც თანხას მიბრუნებენ და არც ფეხსაცმელები ჩანს. ჩემი რჩევაა: საეჭვო ვებგვერდებიდან არაფერი გამოიწეროთ.

თამუნა შახპარუნოვი: ბავშვისთვის გამოვიწერეთ მანქანა, 450 ლარი გადავიხადეთ და ორ დღეში გაფუჭდა. რომ დავრეკე, არც კი დაინტერესდნენ, რა სჭირდა მანქანას, რას მოვითხოვდი და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ცინიკური პასუხი გამცეს.

ხატია ლომიძე: ონლაინ-მაღაზიიდან სპორტული ტანსაცმელი შევიძინე, მაგრამ არასწორი ნივთი მომიტანეს. პრობლემის შესახებ რომ მივწერე, მარწმუნებდნენ, რომ რაღაც მე მეშლებოდა… მოგვიანებით, ყველა სოციალურ ქსელში დამბლოკეს. ლამის, გველეშაპის დამარცხება მომიწია, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. არსებობს თუ არა უწყება, რომელიც ამ ადამიანებს უპასუხებს და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ინტერნეტ-თაღლითებისგან?

ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ამათ ამაროვი:

-რა უნდა ვიცოდეთ, როცა ნივთს ინტერნეტით ვუკვეთავთ?

ჩვენ ვჩქარობთ, რომ ნივთის შეძენა მოვასწროთ და სასწრაფოდ ვყიდულობთ. 5 საათის შემდეგ, წამზომი თავიდან ირთვება და ყალბი აქციით, უკვე ახალ მომხმარებელს იზიდავენ. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ, ფულს ვის უხდით და პროდუქციას ვისგან ყიდულობთ, მაგრამ თუ მოტყუვდებით, აუცილებლად უნდა მოგვმართოთ. ჩვენ საკმაო გამოცდილება დაგროვდა და ვიცით, როგორ ვიპოვოთ სოციალურ ქსელში არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ხალხს ატყუებენ. გვერდი შეიძლება წაშლილი იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვახერხებთ, რომ ისინი მოვძებნოთ.

მოქალაქეებმა, რომლებსაც ამ პროცედურების გავლა არ სურთ, რამდენიმე მარტივი რჩევა უნდა შეასრულონ: შეძენამდე, გამყიდველს აუცილებლად ჰკითხონ სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველია, თანხა ინტერნეტ ბანკით გადაურიცხონ, რადგან გამყიდველის პოვნა ასე უფრო ადვილია. თუ დაინახავთ, რომ უხარისხო ნივთი მოგიტანეს და გამყიდველი თქვენს ზარს არ პასუხობს, მესიჯებში ბრალს თქვენ გდებთ, ან გვერდს საერთოდ წაშლის, ესე იგი, საქმე საეჭვო ხალხთან გაქვთ და აუცილებლად უნდა მოგვმართოთ. თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად, დროის და ენერგიის ხარჯვა ნამდვილად ღირს. ჩვენთან დღეში ათეულობით განცხადება შემოდის და სასიამოვნოა, რომ მომხმარებელთა 90%-ის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჩვენი ინტერვიუს დასასრულ, ცხელი ხაზის ნომერსაც გეტყვით: 15-20. თუ ამ ნომერზე დაგვირეკავთ, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორ მოიქცეთ და ვეცდებით, თქვენი უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ.

ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე

← მთავარი