← მთავარი
სპორტი

[მეტოქე] მაიკლ ო'ნილი: "ჩვენ არ გვაქვს ამხელა რესურსი, ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი ურთულესი იქნება"!..

30 სექტემბერი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მეტოქე] მაიკლ ო'ნილი:

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა, დაიჩივლა - ერთა ლიგის გადატვირთული გრაფიკი დიდ სირთულეებს გვიქმნის, რადგან როტაციის საკმარისი საშუალება არ გვაქვსო.

“ერთა ლიგაში მესამე და მეოთხე შეხვედრების ჯერი დადგა. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გადამწყვეტ როლს თამაშობს შემადგენლობის სიღრმე. არ დავმალავ, რომ ეს ჩვენთვის პრობლემაა. ნახეთ, როგორ მოიქცა თბილისური მატჩისას უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი? მათ თითქმის მთელი სასტარტო შემადგენლობა შეცვალეს. ჩრდილოეთ ირლანდიას არ შეუძლია ამის გაკეთება. ამდენად, მომავალი ორი თამაში ჩვენთვის ურთულესი იქნება.

დამღლელია მგზავრობაც. საქართველოს, მაგალითად, ორი საშინაო მატჩი ჰქონდა. ეს გარკვეულ დისბალანსს ქმნის. მინდა, რომ აღდგენისთვის ნორმალური დრო გვქონდეს, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთში შენთვის იდეალური განრიგის მიღება ყოველთვის ძალიან რთულია.

ჩვენი ნაკრები ძალიან ახალგაზრდაა და მინდა, ბალანსი იყო დაცული. განსაკუთრებით ჭარბობენ ახალგაზრდა მოთამაშეები შეტევის ხაზში. არ მინდა, ზედმეტი მომივიდეს. მინდორზე ახალგაზრდებისა და გამოცდილი მოთამაშეების ბალანსია საჭირო”, - თქვა ო’ნილმა.

← მთავარი