← მთავარი
სპორტი

ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს

2 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი

“კრისტალ პალასის” ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი “ნოტინგემ ფორესტს” ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

“ნოტინგემი” ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.

გლასნერი “კრისტალ პალასს” 2023 წლიდან წვრთნიდა და კლუბი საკუთარი სურვილით, პრემიერლიგის გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ავსტრიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “არწივებმა” სხვადასხვა პერიოდში ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და უეფას კონფერენსლიგა მოიგეს.

← მთავარი